როგორ დავძლიოთ შიში და მარტოობა მინერალური ქვების საშუალებით – საყვარელ ადამიანს რომ თავი არ მოაბეზროთ
ურთიერთობები | 15.10.2016
ყოველ ჩვენგანს გული შესტკივა ახლობლებზე. ეს სრულიად ბუნებრივი გრძნობაა, მაგრამ სხვებზე მეტისმეტ ზრუნვას საპირისპირო შედეგებამდე მივყავართ. მას რამდენჯერმე ურეკავთ სამსახურში, ახსენებთ, რომ სადილობა არ დაავიწყდეს, რომ ქუჩა მოყინული ან სველია, ან ცხელა. კარგად ხედავთ, რომ ასეთი მეურვეობა მას ტვირთად აწვება, მაგრამ თავს ვერაფერს უხერხებთ. 

თქვენი აზრით, ეს სიყვარულია? ფსიქოლოგები კი თვლიან, სხვების მიმართ მუდმივი განგაში ცხოვრების წინაშე საკუთარი შიშისა და უსუსურობის გამოხატულებაა. ამ შიშის დაძლევაში ვარდისფერი როდოქროზიტი დაგეხმარებათ.



ზოგი ადამიანი კატეგორიულად ვერ იტანს მარტოობას. მზად არის, ნებისმიერ კომპანიას შეუერთდეს ან უიღბლო სიყვარულით იტანჯოს, ოღონდაც მარტო არ დარჩეს. მათი მხიარულება ისტერიული ხასიათისაა. მაგრამ, როგორც კი საკუთარ თავთან მარტო რჩებიან, შავბნელი ფიქრები იპყრობთ - სიკვდილის, ამქვეყნიური ამაოების, თავისი უვარგისობის და ა.შ. 

ამიტომ განუწყვეტლივ საჭიროებენ გვერდით ვინმეს ყოლას. ასეთ ადამიანებს შორის ხშირად გვხვდება თვითმკვლელები. შემდეგ კი ნაცნობებს უკვირთ: რატომ მოხდა ეს? ყოველთვის ისეთი სიცოცხლით სავსე და მხიარული იყო. თუ ასეთი პიროვნება ოპალის ქვას ატარებს, არავითარი ტრაგედია არ მოხდება. 



საპირისპირო სიტუაციაა, როცა პიროვნება განმარტოებას ეძებს და ნებისმიერ კონტაქტს გაურბის. მისთვის უფრო სასიამოვნოა, სიმარტოვეში იდეალური ცხოვრება წარმოიდგინოს, ვიდრე რეალურში იცხოვროს. ამ უკიდურესად უხერხული მდგომარეობიდან თავის დაღწევაში შავი ტურმალინი დაეხმარებათ.


გააზიარე
loading...
კომენტარები (0)


მსგავსი სტატიები
ალბათ ვერასდროს წარმოდიგენდით, რომ ოქროს სამკაულის ტარება შესაძლოა სახიფათო იყოს 
06.01.2017
პირველ დეკადაში (23 ნოემბერი - 2 დეკემბერი) დაბადებული მშვილდოსნები განსხვავდებიან 
16.11.2016
ყოველი ნორმალური ადამიანი, ნორმალურია მხოლოდ ნაწილობრივ
24.08.2016
5 წლის შემდეგ ამას არავითარი მნიშვნელობა არ ექნება
15.08.2016
სტრესის უარყოფითი გავლენა ორგანიზმზე კარგადაა ცნობილი
25.07.2016
როგორ დავუბრუნოთ სამკაულს ბრწყინვალება
21.03.2016
თუკი ჩამოთვლილთაგან 5 კითხვაზე მაინც დადებითი პასუხი გაქვთ, გირჩევთ ნევროპათოლოგს მიმართოთ.
17.02.2016
სხვა სტატიები