10 რჩევა ქალებს - როგორ მოაჯადოვოთ თქვენს ირგვლივ ყველა ქალიც და მამაკაციც
ქალი და მამაკაცი | 01.11.2016
1. გავლენის მოსახდენად ურთიერთობაა საჭირო. რაც უფრო მეტად იქნებით კომუნიკაბელური, მით მეტი ადამიანი გახდება თქვენი მოსაზრების თანაზიარი. იმისათვის, რომ სხვები აიყოლიოთ, თავადაც უნდა ასხივებდეთ ენთუზიაზმს.

2. დააჰიპნოზეთ გარშემო მყოფები. რა თქმა უნდა, არა პირდაპირი გაგებით. ეს მომხიბვლელობის ხარჯზე გააკეთეთ. გახსოვდეთ, ადამიანებს იმათი უფრო სჯერათ, ვინც უყვართ და პატივს სცემენ. 

3. მატერიალური დაინტერესება. ფულით ადამიანს გააკეთებინებთ იმას, რაც გსურთ. ამ მეთოდს ერთი მინუსი ის აქვს, რომ შეიძლება ძვირი დაგიჯდეთ.

4. ერთი მოთხოვნიდან მეორეზე ნუ გადახტებით.თორემ, არავინ დაგიჯერებთ. იყავით თქვენი მოსაზრების, მიზნის ერთგული. 

5. ნუ იქნებით ზედაპირული. ნებისმიერ საკითხზე უნდა გაგაჩნდეთ არგუმენტები და უნდა შეგეძლოთ ფაქტების მოყვანა. 

6.
გაგონება და მოსმენა სხვადასხვა მოვლენაა. გაიგონეთ, რასაც გეუბნებიან და მოისმინეთ, რასაც თქვენზე ამბობენ. 
თუ თავად არ ხართ დარწმუნებული იმაში, რასაც აკეთებთ, სხვის დარწმუნებასაც ვერ შეძლებთ.დააფასეთ გარშემო მყოფთა აზრი, მათ შეიძლება სასარგებლო რჩევა მოგცენ. 

7. დაარწმუნეთ ადამიანები, რომ ჭკვიანი, ერთგული და კარგი შემსრულებელი ხართ. ამის შემდეგ ისინი თქვენს სიტყვას უფრო დააფასებენ. 

8. აღიარეთ შეცდომები. ამით დაამტკიცებთ, რომ სამართლიანი ადამიანი ხართ. 

9.
იყავით პოზიტიური. ადამიანები პოზიტიურ და ხალისიან ლიდერს უფრო ენდობიან, ვიდრე პესიმისტსა და მოღუშულსახიანს. 

10. მოაწონეთ თავი იმ ადამიანს, ვის აზრსაც ყველა პატივს სცემს. თუ თქვენ სანდო ადამიანი შეგაქებთ, გარშემო მყოფებში პატივისცემას დაიმსახურებთ. 

იმისათვის, რომ ადამიანს რაღაც გააკეთებინოთ, ბრძანება და მკაცრი ტონი არაა საჭირო; მეგობრულად, გულითადად სთხოვეთ დახმარება და ის იმაზე მეტს გაგიკეთებთ, ვიდრე ელოდით. 
გააზიარე
კომენტარები (0)


მსგავსი სტატიები
წლების მერე კბილები იწყებენ გაყვითლებას
22.12.2016
ისინი საკმაოდ გვიან ასაკში თხოვდებიან
24.11.2016
იმისათვის, რომ აიცილოთ თავიდან ეს პრობლემა
19.11.2016
სიმორცხვისგან გათავისუფლება დაგეხმარებათ ნაცნობობთა წრის გაფართოებაში
06.11.2016
ქალებს იზიდავენ მამაკაცები, რომლებსაც გააჩნიათ დაბალი ხრინწიანი ხმა
18.08.2016
ჯანსაღი სუნთქვის მოთხოვნილება სარეკლამო სლოგანებიდანვე ჩნდება
17.08.2016
სიცილის მანერის მიხედვით ადვილად შეიძლება ადამიანის ხასიათზე მსჯელობა
08.08.2016
 ჩვენ ბრმები არ ვართ და ვამჩნევთ გაუპარსავ ფეხებს, გამონაყარს სახეზე
30.07.2016
გვინეტ პელტროუ. 26 წლის და 43 წლის ასაკში
27.06.2016
არ არსებობს არც სრულყოფილი ქალი, და არც სრულყოფილი მამაკაცი.
23.06.2016
ფინელმა მეცნიერებმა  12500 მამაკაცისა და ქალის ფართომასშტაბიანი გამოკითხვა ჩაატარეს
21.04.2016
სხვა სტატიები