განწირულია თუ არა თქვენი ოჯახი დასანგრევად - ამის განსაზღვრა დაქორწინებამდე შეგიძლიათ
ქალი და მამაკაცი | 19.11.2016
როდესაც ქორწინება განქორწინებით სრულდება, ხშირად ერთ-ერთ მიზეზად წყვილის ხასიათის შეუთავსებლობას ასახელებენ. 
ვაშინგტონის უნივერსიტეტის ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ დაქორწინებამდე თითქმის 94%-იანი სიზუსტით შესაძლებელია წინასწარი შედეგების გათვლა, ქორწინება მყარი იქნება თუ შეუმდგარი...

მათი მოსაზრებით, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელ ფსიქოლოგიურ ტიპს განეკუთვნება წყვილი. გამოყოფენ სამ ძირითად ტიპს: "მშვიდი", "მოკინკლავე-მოკამათე" და "კონსულტანტები". 

სხვაობა მდგომარეობს კრიზისულ სიტუაციებში მათი ქმედების მოდელში."მშვიდი" წყვილი კრიზისული სიტუაციისას უპირატესობას დუმილს ანიჭებს. ისინი არ გამოთქვამენ ხმამაღლა პრეტენზიას და არ იწვევენ პარტნიორს გულწრფელად და ღიად სასაუბროდ. ალბათ, რთული დასაჯერებელი არ არის, რომ ასეთი სიტუაცია არ არის გამოსავალი პრობლემური ვითარების დასარეგულირებლად.

"მოკამათე წყვილი", "მშვიდის" საპირისპიროდ, ნებისმიერ თემაზე მართავს დისკუსიას; ხოლო მესამე, "კონსულტანტთა" ტიპი, სანამ საქმის გარჩევას დაიწყებს, ინტერესდება მოწინააღმდეგე მხარის აზრით და ცდილობს, გამონახოს კომპრომისი.

ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ თუ წყვილი ერთ რომელიმე ტიპს მიეკუთვნება, მათი კავშირი მყარი იქნება, მაგრამ თუ ცოლ-ქმარი სხვადასხვა ტიპაჟისაა, მაშინ დიდი ალბათობით, მათი ბედი ერთმანეთს დიდი ხნით ვერ დაუკავშირდება. მოკლედ, ამერიკელ მეცნიერებს ბედნიერების პროგნოზისთვის ერთი ინსტრუმენტი აქვთ - ეგრეთ წოდებული ემოციური რუკა, რომელიც აჩვენებს, თუ როგორ იცვლება ბედნიერების დონე წლებთან ერთად.

ყველაზე ბედნიერ პერიოდად თანაცხოვრების პირველი წელი ითვლება. თუ ამ დროსაც რომელიმე მეუღლეს ბედნიერების განცდა უქვეითდება, ეს საგანგაშო ნიშანია. ხშირად ასეთ დროს იმედგაცრუება ეუფლებათ, რადგან ქორწინებაზე წარმოდგენები რეალური ყოფის არაადეკვატურია. ეს განსაკუთრებით ახალგაზრდა წყვილებში ხდება.

ერთ-ერთი რთული პერიოდია ბავშვის დაბადება. ფსიქოლოგები უპირისპირდებიან იმ მოსაზრებას, რომ ბავშვი ამყარებს ცოლქმრულ კავშირს; მეტიც, ეს ახლად შექმნილი ოჯახისთვის დიდ გამოსაცდელ პერიოდად ითვლება.

რთულია ქორწინებიდან მეორე და მესამე წელიც. შემდეგ მეშვიდე წლამდე დგება შედარებითი სიმშვიდე. მეშვიდე წელიც ასევე კრიზისულ პერიოდად მიიჩნევა.
გააზიარე
კომენტარები (0)


მსგავსი სტატიები
ფინალში, როცა ყველას გაუფუჭებ ნერვებს
04.12.2016
არ გაინტერესებთ, შეგესაბამებათ თუ არა თქვენი რჩეული ზოდიაქოს ნიშნით
29.11.2016
დახვდით ქმარს მოწესრიგებული
26.11.2016
სიფრთხილე გამოიჩინეთ მეორე ნახევართან
21.11.2016
კოსმეტიკის გარეშე უფრო ლამაზად გამოიყურები
19.11.2016
თქვენ გაიგებთ, რომ მხოლოდ სიყვარული საკმარისი არ არის
15.11.2016
ხანდახან ეცოდებით
12.11.2016
აუცილებლად აავსეთ ერთი ჭიქა წყალი
30.10.2016
ხშირად არიან მიტოვებულ მდგომარეობაში
30.10.2016
თანამედროვე ქალებმა ისწავლეს იყვნენ
29.10.2016
კიდევ ერთი მიზეზი რის გამოც ქალბატონები საქორწინო ბეჭდის გარეშე რჩებიან
20.10.2016
გამოკითხულების ორმა მესამედმა გამოთქვეს სურვილი, რომ მომავალში მათი მეუღლე
12.10.2016
ქვა თავის მფლობელს შიშისა და განცდებისაგან იცავს
10.10.2016
გამოცდილების მოპოვების სურვილი
08.10.2016
თუ წყვილმა გადაწყვიტა სიყვარულით იქორწინოს
02.10.2016
გაბრაზებული მაშინვე გამოვედი და ძლივს მოვკარი თვალი
26.09.2016
ყველა მოლოდინის მიუხედავად,  უნდა ისწავლო მასთან კომუნიკაცია
26.09.2016
მას სურს იყოთ იდეალური ცოლი, საყვარელი და მზარეული ერთდორულად
23.09.2016
ეს არა მხოლოდ ინტიმურ ურთიერთობებს ეხება,
21.08.2016
ქმარი, თითქოს არაფერი არ მომხდარა, აგრძელებს ვახშმობას
27.07.2016
ცოლ-ქმარს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა
26.07.2016
ძალიან ერთგულია და მხარში ამოგიდგებათ ყველა საქმეში
26.07.2016
ქალიშვილმა დედასთან დაიჩივლა, რომ ქმარი ღალატობდა
24.07.2016
 იმიტომ, რომ ეშინია საკუთარი ქონების გამო
24.06.2016
ფურცელზე ჩაიწერეთ თქვენი პასუხები კითხვებზე:
16.06.2016
ალბათ ყოფილა შემთხვევა, როცა მეუღლესთან რაღაც სერიოზულ საკითხზე გსურთ საუბარი, ის კი ფეისბუქს ან ტელევიზორის ყურებას არაფრით არ ანებებს თავს.
09.06.2016
1.      „კრამერი კრამერის წინააღმდეგ“ (რეჟისორი რობერტ ბენტონი, 1979 )
02.06.2016
გთავაზობთ ამ თემასთან დაკავშირებით ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს.
24.05.2016
 არსებობს თუ არა უპირობო სიყვარული პარტნიორებს შორის? არა და კიდევ ერთხელ არა
11.04.2016
არ გააღვიძო, როცა სძინავს
09.04.2016
პირველი - გიყვარდეს საკუთარი თავი. ეს ნიშნავს:
08.04.2016
 გამოიჩინე ხასიათის სიმტკიცე და სინაზე ცოლის მიმართ
07.04.2016
ერთმა მდიდარმა მამაკაცმა გადაწყვიტა ცოლი მოეყვანა. 
01.04.2016
პოპულარულები
ტესტი
სხვა სტატიები