ფერების მაგია – რომელი ფერი როგორ მოქმედებს განწყობაზე და რა ფერი გვეხმარება დაძინებაში
ურთიერთობები | 04.12.2016

ადამიანისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია უცქიროს ცისფერ ცას, მწვანე ხეებს, დატკბეს ყვავილთა მრავალფერი გამით, რასაც ზამთარში კატასტროფულად მოკლებული ვართ. თუ ქალაგარეთ ხშირად გასვლის საშუალება არ გაქვთ, შეეცადეთ, ხშირად  იაროთ სამხატვრო გალერეებში, ხელოვნების მუზეუმებში, უყურეთ ფილმებს, რომლებშიც მოქმედება ეგზოტიკურ ქვეყნებში ბუნების ფონზე მიმდინარეობს. მზიან დღეებში აუცილებლად მეტი ისეირნეთ. მზის ამოსვლა-ჩასვლის ცქერით დატკბით.

ირგვლივ ყველაფერი ცისფერი და მწვანეა

არ დაივიწყოთ, რომ ფერი განსაკუთრებულ განწყობას ქმნის და ადამიანის ტვინში შესატყვის რეაქციას იწვევს.

ცისფერი, მუქი ცისფერი, მომწვანო-ცისფერი - ჩვენში უსაფრთხოების გრძნობას აღვიძებს და გვამშვიდებს.

ყვითელი, მზიანი დღესავით ნათელი ფერი - გვამხიარულებს და გვახარებს. გარდა ამისა, ფერი მკურნალობის პროცესშიც მონაწილეობს. ადამიანზე, რომელსაც მაღალი ტემპერატურა აქვს, ცისფერი სასიკეთოდ მოქმედებს. თეთრი ფერი სისხლის წნევას ამცირებს. ყვითელი და წითელი ფერები სისხლის მიმოქცევას უწყობს ხელს. რაც შეეხება მწვანის, ცისფრისა და ჩალისფრის ბუნებრივ შეხამებას, მას გამაჯანსაღებელი ზემოქმედება აქვს.

გვეხმარება თუ არა სახლის კედლები?

ყურადღება მიაქციეთ რა ფერები ჭარბობს თქვენს სახლსა და სამსახურში. მწვანე თეთრი სისუფთავის შთაბეჭდილებას ქმნის. მწვანე იასამნისფრით - ფუფუნებისა და სინატიფის.:

არ არის სასურველი კედლების მუქ ლურჯად შეღებვა. თავს დათრგუნვილად და უძლურად იგრძნობთ. გარკვეული ფერები ძილზეც მოქმედებს. განსაკუთრებით სასიკეთო ზემოქმედება აქვს ცისფერ ტონებში გადაწყვეტილ ლოგინის თეთრეულსა და ჭაღს.

გააზიარე
კომენტარები (0)


მსგავსი სტატიები
თუ გაარკვევთ ფერის გავლენას, ეს თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში სულ სხვა ჰარმონიას შეიტანს
20.10.2016
დაგეგმე არა მხოლოდ სამუშაო, არამედ დასვენებაც, სხვა შემთხვევაში სამუშაო „შეგიჭამს“ მთელ დროს
07.05.2016
1. ქარვისფერი - ვიზუალურად თმის მოცულობა 2-ჯერ იზრდება.
05.05.2016
გაითვალისწინეთ ეს 10 რჩევა და მუდამ იდეალურ ფორმაში იქნებით
29.03.2016
სამოსის ფერთა შეხამებას ადამიანის ხასიათზე, ქცევასა და იმიჯზე ბევრი რამის თქმა შეუძლია. 
26.03.2016
რა რასთან არ უნდა ჩაიცვათ
22.03.2016
როგორ შევუხამოთ 2016 წლის ყველაზე მოდური ფერები ერთმანეთს?
07.03.2016
2016 წლის ყველაზე მოდური ფერები, ტრენდები და ვარიაციები
25.02.2016
არასწორად შეხამებულმა ერთმა დეტალმაც კი შეიძლება მთლიანად დაარღვიოს თქვენი სტილის მთლიანობა.
19.02.2016
სხვა სტატიები