ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებთ 2017 წელს
ასტროლოგია | 10.01.2017
ვერძი
წარმატებას ახალი პროექტები მოგიტანთ. იდეების ნაკლებობას არ განიცდით. ადვილად გააბამთ ნაცნობობას საჭირო ადამიანებთან, გააფორმებთ ხელშეკრულებებს. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. 

კურო
მოემზადეთ, აქტიურობის წელი დაგიდგათ. მუდამ ფრონტის წინა ხაზზე უნდა იბრძოლოთ, როგორც კარიერაში, ასევე პირად ცხოვრებაში. წარმატებულს აღიარება და ბედნიერად ცხოვრება გელით. 

ტყუპი
დაისახეთ მიზანი და გააქტიურდით. იყავით დაკვირვებული, მომთხოვნი საკუთარი თავისადმი. დაუმეგობრდით გავლენიან ადამიანებს. ახლებურად შეხედეთ საკუთარ თავს, სამყაროს. 

კირჩხიბი
წარმატება ელის მას, ვინც სიახლეებს არ შეუშინდება. იყავით გაბედული, დაგეგმეთ და ნუ შეგეშინდებათ პირველი ნაბიჯის გადადგმის. საინტერესო პერსპექტივების წელი გელით. 

ლომი
მნიშვნელოვანი ცვლილებების წელი გელით. დაისახეთ მიზნები და განახორციელეთ ისინი. გადახედეთ წარსულს, გამოიტანეთ დასკვნები და გააგრძელეთ ლიდერობისთვის ბრძოლა. 

ქალწული
რთული ურთიერთობები მშვიდად მოგვარდება, თქვენ პირად ინტერესებს დაიცავთ. ნუ ეცდებით დამოუკიდებლად ყველაფრის მოგვარებას, დახმარებისთვის გავლენიან ადამიანებს მიმართეთ. 

სასწორი
აღმოჩენებისა და სიურპრიზების წელი დაგიდგათ. შემოქმედებითი იდეების განხორციელებას შეძლებთ. აღიარება და დაფასება გელით. დაძლევთ დაბრკოლებებს და თავს ბედნიერად იგრძნობთ. 

მორიელი
განახორციელებთ იმ პროექტებსაც, რომლებიც ადრე გვერდზე გადადებული გქონდათ. მიიღებთ იმას, რაზეც ოცნებობდით. რის გამოც იბრძოდით 2016-ში, წელს წარმატებას მოგიტანთ. 

მშვილდოსანი
სასიამოვნო ცვლილებების წელი გელით. მეგობრების დახმარების იმედი გქონდეთ. ენდეთ მათ, ვისაც უყვარხართ და დატკბით ახალი ურთიერთობებით. 

თხის რქა
ნიჭის გამოვლენის საშუალება მოგეცემათ. თქვენთვის ყველა კარი გაიღება. დაისახეთ მიზანი, არაფერი გიშლით ხელს მათ განხორციელებაში, თამამად იმოქმედეთ. საკუთარ თავში ახალი შესაძლებლობებს აღმოაჩენთ. 

მერწყული
ეფექტურად და ენერგიულად მოაგვარებთ ყველა საქმეს, თუმცა, მოთმინებაც გმართებთ, თუ ჯიუტად და მიზანსწრაფულად იმოქმედებთ, წარმატებას მიაღწევთ. იყავით მეტად თავდაჯერებული. 

თევზები
გამოიდარებს ცხოვრების ყველა სფეროში. შესაძლებლობა მოგეცემათ გამოავლინოთ ნიჭი და დაიპყროთ ახალი მწვერვალები. ნუ მოგერიდებათ, გაუზიარეთ გარშემო მყოფებს თქვენი გრძნობები. 

გაუზიარეთ პროგნოზი მეგობრებს. მათაც გაიგონ რა ელით 2017 წელს.
გააზიარე
კომენტარები (0)


სხვა სტატიები