7 რამ, რასაც ბრძენი ქალი თავის მამაკაცს არ მოსთხოვს
ქალი და მამაკაცი | 10.01.2017
1. ბრძენი ქალს მამაკაცი არ ინახავს
მამაკაცი არაა ვალდებული ჩაგაცვათ-დაგახუროთ, გაჭამოთ და გაგართოთ. ის ვალდებულია უზრუნველჰყოს საკუთარ შვილები.

2. არ აიძულებს მამაკაცს უარი თქვას იმ გასართობზე, რაც მას უყვარს
არასდროს მოსთხოვოთ მამაკაცს დატოვოს სამსახური ან ჰობი იმის გამო, რომ თქვენ გვერდით მეტი დრო გაატაროს. ამით მამაკაცს გააუბედურებთ. 

3. არ აიძულოთ უარი თქვას მეგობრებსა და ნათესავებზე
იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი ცუდ გავლენას ახდენენ თქვენს საყვარელ მამაკაცზე. მრავალწლიანი მეგობრობა ნებისმიერი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია. ნათესავებს კი არ ვირჩევთ. 

4. ნუ სთხოვთ თქვენი ინტერესები გაიზიაროს
თუ ცეკვას ვერ იტანს, ნუ აიძულებთ თქვენთან ერთად იაროს ცეკვის კურსებზე. ის ხომ არ გთხოვთ კვირას, დილის ხუთ საათზე ადგომას, რათა სათევზაოდ გაჰყვეთ?

5. ნუ ეცდებით მის გადაკეთებას
მიიღეთ ისეთი როგორიცაა. ნუ ეცდებით მის გადაკეთებას. მამაკაცი აფასებს იმ ქალს, რომელიც მიიღებს მას ისეთს როგორიცაა და არ ეცდება მის გადაკეთებას. 

6. ნუ მოსთხოვოთ სხვა ქალების იგნორს
მამაკაცს აქვს უფლება თვალი გააყოლოს ლამაზ ქალს (საუბარი არაა ფლირტზე). თქვენც ხომ აქცევთ ყურადღებას სიმპათიურ მამაკაცს?

7. ენდობა
როცა ურთიერთობა ნდობაზეა აგებული, ქალს თავში აზრად არ მოუვა შეამოწმოს საყვარელი მამაკაცის მობილური, გაიგოს მისი ელ.ფოსტის პაროლი. მამაკაცი ქალს არ აპატიებს უნდობლობას. 

იდეალური პარტნიორული ურთიერთობის ასაწყობად საჭიროა: ჰარმონია, სიმშვიდე, კომპრომისი, დათმობა, მოთმინე და პატივისცემა. 
გააზიარე
loading...
კომენტარები (0)


ტესტი
სხვა სტატიები