თმის შეჭრის მთვარის კალენდარი 10-15 იანვარის პერიოდში
სტილი | 10.01.2017
10 იანვარი - თმის შეჭრა დაზიანებული და თხელი თმის მფლობელებს გაალამაზებთ. თმა გაგიხშირდებათ, ხოლო შეღებვის შემთხვევაში თმა ფერს დიდი ხნით შეინარჩუნებს. 


11 იანვარი - თმის შეჭრა-შეღებვა დღის პირველ ნახევარში დაგეგმეთ. საღამოს სალონს არ ესტუმროთ, რათა იმიჯის შეცვლამ უარყოფითად არ იმოქმედოს თქვენს ემოციურ და ფიზიკურ მდგომარეობაზე. 


12 იანვარი - სალონში წასვლა სხვა დღისთვის გადადეთ. თმის გასაჯანსაღებლად შინაურული რეცეპტები გამოიყენეთ. 


13 იანვარი - ნუ დაგეგმავთ გარეგნობასთან დაკავშირებულ ცვლილებებს. თუ თმის შეღებვა გარდაუვალია, გამოცდილ სპეციალისტს მიმართეთ. 


14 იანვარი - თმასთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილება არასტაბილურობასა და დისკომფორტს მოგიტანთ. 


15 იანვარი - ექსპერიმენტების დროა - აირჩიეთ ულტრამოკლე ვარცხნილობა ან მოდური "ბობი". თმის შეღებვა კი დადებითი ემოციებით აგავსებთ. 
გააზიარე
კომენტარები (0)


პოპულარულები
ტესტი
სხვა სტატიები