10 საუკეთესო ფილმი სასიყვარულო სამკუთხედზე
სტილი | 11.01.2017
1. შეპყრობილნი
როლებში: ჯოშ ჰარტნეტი, დაიან კრიუგერი, მეთიუ ლილარდი
ახალგაზრდა, პერსპექტიულ ფინანსისტს მომხიბვლელი შეყვარებული ჰყავდა. მაგრამ რაღაც მოხდა და მან ის ყველანაირი ახსნის გარეშე მიატოვა. უბრალოდ გაქრა და მამაკაცი ვირტუოზული ინტრიგის მსხვერპლად აქცია.

2. შეიკარით ღვედი
როლებში: კასია სმუტნიაკი, ფრანჩესკო არკა, ფილიპო შიკიტანო
ელენა - ჭკვიანი გოგონაა კარგი ოჯახიდან, ანტონიო - უზრდელი, გაუნათლებელი მექანიკოსი. ისინი განსხვავდებიან ხასიათით, ცხოვრების პრიორიტეტებით, მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, გრძნობენ დაუძლეველ ურთიერთ მიზიდულობას და ცდილობენ ამასთან გამკლავებას. 

3. ღრმა ლურჯი ზღვა
როლებში: რეიჩელ ვაისი, ტომ ჰიდლსტნი, ენ მიტჩელი 
ლონდონი, 1950 წელი. ბრიტანელი მოსამართლის ცოლი, შუახნის ჰესტერი იტანჯება დამანგრეველი სიყვარულისგან, რომელსაც ახალგაზრდა მფრინავის მიმართ განიცდის.

4. წუხელ ნიუ-იორკში
როლებში: კირა ნაიტლი, გიიომ კანე, ევა მენდესი
ახალდაქორწინებული მაიკლი და ჯოანა ლამაზები და წარმატებულები არიან. მანჰეტენის ცენტრში დიდ ბინაში ცხოვრობენ. მხოლოდ ერთი ღამეა საკმარისი იმისათვის, რომ მათ ერთმანეთში ეჭვი შეეპაროთ. ეს ღამე მათი ცოლ-ქმრული ერთგულებისთვის ნამდვილ გამოცდად გადაიქცევა. 

5. იმედის ნაპერწკლები
როლებში: კოლინ ფერტი, ჰიზერ გრემი, მინი დრაივერი
მეგობარი ქალის მიერ მიტოვებული იმედგაცრუებული ფილმის გმირი სამოგზაუროდ მიდის. იპოვის ახალ სიყვარულს, თუ დაიბრუნებს ძველს, მხოლოდ მასზეა დამოკიდებული. 

6. სიახლოვე
როლებში: ჯულია რობერტსი, ჯუდ ლოუ, ნატალი პორტმანი, კლაივ ოუენი
მოვლენები თანამედროვე ლონდონში ვითარდება. ისტორია ვნებაზე, დრამა სიყვარულზე და მიტოვებაზე, სადაც ოთხი უცნობი ერთმანეთს ხვდება. ფილმში მოთხრობილია მათი წამიერი გატაცებები და შემთხვევითი ღალატი. 

7. ღალატის ფასი
როლებში: ვენსან კასელი, ჯენიფერ ენისტონი, კლაივ ოუენი
ჩარლი ყოველდღე მატარებლით მიდის სამსახურში, ლონგ-აილენდიდან მანჰეტენისკენ. მას ცოლი და 13 წლის გოგონა ჰყავს. დღემდე არასოდეს დაუგვიანია 8-საათიან რეისზე. დღეს კი, დაიგვიანა და შეხვდა მშვენიერ ლუსის. თავისი ოცნების ქალს. 

8. შთამომავლები
როლებში: ჯორჯ კლუნი, ამარა მილერი, შეილინ ვუდი
მთავარი გმირი მდიდარი ჰავაელი მიწათმფლობელია. ის თავის ორ ქალიშვილთან ერთად გადაწყვეტს ცოლის საყვარლის მოძებნას, იმის იმედით, რომ ასე ოჯახურ კერას გადაარჩენს. 

9. პერლ ჰარბორი
როლებში: ბენ აფლეკი, ჯოშ ჰარტნეტი, კეიტ ბეკინსეილი
ფილმი მეორე მსოფლიო ომის დროინდელ მოვლენებს ასახავს. ორი საუკეთესო მეგობარი აშშ საჰაერო ჯარში მსახურობს. ორივეს ერთი და იგივე ქალი უყვარს. 1941 წლის 7 დეკემბერს იაპონიის მიერ პერლ ჰარბორის დაბომბვა სამუდამოდ ცვლის მათ ცხოვრებას. 

10. საყვარლები
როლებში: ჰოაკინ ფენიქსი, გვინეტ პელტროუ, იზაბელა როსელინი
ლეონარდის მეზობლად მშვენიერი მიშელი დაბინავდება. ახლა მან არჩევანი უნდა გააკეთოს - ოჯახის მეგობარ გოგონას, რომელსაც მშობლები ურიგებენ და ცვალებადი ხასიათის მომხიბვლელ მეზობელს შორის. 
გააზიარე
კომენტარები (0)


სხვა სტატიები