ტესტი: გინდა იცოდე როგორი მომავალი გელის? აირჩიე კარი და გაიგე
ტესტი | 01.06.2017
1. თუ თქვენ აირჩიეთ პირველი კარი-  თქვენ თავისუფლების მოყვარული ხართ, ადამიანი, რომელსაც სურს დამოუკიდებლად გაიკვალოს გზა, ყოველგვარი ზემოქმედებისა თუ ვინმეს გავლენის გარეშე. თქვენი მთელი ყურადღება გამახვილებულია ცხოვრების თითოეული დეტალით ტკბობაზე.  

2. თუ მეორე კარი აირჩიეთ - თქვენ მარტო ამჯობინებთ ცხოვრების ბილიკზე სვლას. გიყვართ ფიქრი და ყველაფრისთვის ადგილის მიჩენა, რაც თავში გიტრიალებთ. თქვენ სამყაროს, თქვენეული უნიკალური კუთხით უყირებთ და აფასებთ. მიუხედავად განმარტოებისადმი სიმპათიისა, ძალიან გამგებიანი ხართ და ადამიანებს მოსწონთ თქვენთან ურთიერთობა. 

3. თუ მესამე კარი აირჩიე - თქვენი ცხოვრებისეული ბილიკი ფერადია. თქვნ გსურთ იყოთ სამყაროს ნაწილი, გამოსცადოთ მისი თითოეული ნაწილი. თქვენთვის მთავარია არა შედეგი, არამედ გზა, რაც ამ შედეგამდე გაიარეთ. თქვენ ცნობისმოყვარე ხართ და გინდათ იცოდეთ უფრო მეტი, სვამთ კითხვებს. ინტელექტუალი და მხიარული ხართ. 

4. თუ მეოთხე კარი აირჩიეთ -  თქვენ ყოველთვის წინ მიიწევთ, მაშინაც კი როცა არ იცით რა გელოდებათ. თქვენი გზა არაპროგნოზირებადი და ცოტა საშიშია. თქვენ წესების დამრღვევი და ხანდახან უყურადაღებოც ხართ, გიცნობენ როგორც ადამიანს რომელსაც არ უყვარს ბევრი ფიქრი, მაგრამ ამას თქვენთვის ხელი არ შეუშლია.  

5. თუ მეხუთე კარი აირჩიე - თქვენ გსურთ იცოდეთ რა გელოდებათ მომავალში, ამიტომ არასდროს იღებთ სპონტანურ გადაწყვეტილებებს. ცხოვრება ისედაც რთულია და თქვენ არ გსურთ მისი უფრო გართულება,ამიტომ მარტივ არჩევანს აკეთებთ ხოლმე. ძალიან სტაბილური ხართ და თქვენი მიზნებიც რეალურია. 

 6. თუ მეექვსე კარი აირჩიეთ - თქვენი ცხოვრება მშვიდია. შეგიძლიათ დიდი ხნით განმარტოვდეთ, მაგრამ არ იგრძნოთ თავი მარტოსულად. თქვენ არ მოგწონთ ხალხი, მაგრამ გიყვართ ადამიანები.
გააზიარე
კომენტარები (1)


გიორგი • 2017-06-05 00:26:40
იმედია გამიმართლებს
პოპულარულები
ტესტი
სხვა სტატიები