8 შეტყობინება, რომელიც დაქორწინებულმა კაცმა არ უნდა გააგზავნოს!
ურთიერთობები | 01.07.2017
1. ყოფილი შეყვარებულისთვის მიწერა. 
 პატარა ტექსტმაც შესაძლოა წარსულის ცეცხლი გააღვივოს. ამიტომ ნუ გაიხსენებთ ყოფილ პარტნიორს, თუნდაც უბრალო მოკითხვის მიზნით.

 2. მეუღლეზე წუწუნი 
ეს ნამდვილად ცუდი ტონია, როცა მეგობრებთან ცოლს აკნინებთ და მის ზურგს უკან განიხილავთ თქვენს პრობლემებს. სასურველია უშუალოდ ცოლს დაელაპარაკოთ თუ რაიმე არ მოგწონთ, თუკი სურვილი გაქვთ შენარჩუნდეს თქვენი ქორწინება.  

3. განუწყვეტელი წერა მეგობრებთან 
მეგობრობა დიდებული რამ არის, თუმცა ქორწინება უფრო მნიშვნელოვანია. გახსოვდეთ, რომ თუკი დაქორწინდით, თქვენი მთავარი ცხოვრების თანამგზავრი თქვენი მეუღლეა და უმჯობესია ყველაზე მეტი დრო მას დაუთმოთ.  

4. გაბრაზებული საუბარი  
ნუ დაურეკავთ და ნუ დაუმესიჯებთ, თუ რაიმეზე გაბრაზებული ხართ. ეცადეთ წინასწარ დამშვიდდეთ, სანამ საუბარს დაიწყებთ ან უშუალოდ საუბრისას მოახდინეთ სიმშვიდის კონცენტრაცია. არ ღირს კონფლიქტების გაღვივება, მით უმეტრს უმიზეზო კონფლიქტების.

 5. ნუ გამოეხმაურებით ფლირტის შემცველ ტექსტებს სხვა გოგონებისგან

 თუ ეს თქვენი მეუღლე არ არის და სხვა გწერთ რაიმე გამომწვევ ტექსტს, ნუ აჰყვებით, გახსოვდეთ, რომ დაქორწინებული ხართ და ნებისმიერი არასერიოზული ფლირტიც კი შესაძლოა საზიანო გამოდგეს თქვენი ურთიერთობისთვის. 

 6. ცოლის დადანაშაულება
 თუ სადმე წასვლას ვერ ახერხებთ და ამაში მეუღლის ფაქტორს რთავთ თავის გასამართლებლად, ეს სხვების თვალში თქვენს რეპუტაციას დააკნინებს. მუდმივად ცოლის დადანაშაულება არასწორია, რადგან ასე მთლიანად დაკარგავთ მის პატივისცემას.  

7. პორნოგრაფიული სურათების თვალიერება
 ქორწინება მტკიცე კავშირია, რა დროსაც საჭირო აღარ უნდა იყოს დამატებითი საშუალებები სექსუალური ფანტაზიების გამრავალფეროვნებისთვის. მით უმეტეს პორნოგრაფიული ვიდეოებისა და სურათების დახმარებით. 

8. ქალი თანამშრომლებისთვის მიწერა და სამსახურის გარდა ყველაფერზე საუბარი 
თქვენი მთავარი მოსაუბრე თქვენი მეუღლეა, რისთვის არის საჭირო სხვა ქალების დახმარება? საქმიანი საუბარი სხვა თემაა, თუმცა სხვა დამატებითი და, რაც მთავარია, ხანგრძლივი დიალოგები სხვა ქალებთან რბილად რომ ვთქვათ ცუდი ტონია დაქორწინებული მამაკაცისთვის.
გააზიარე
loading...
კომენტარები (0)


ტესტი
სხვა სტატიები