12 ტიპის მტლაშა-მტლუში, რომელიც ყველა ქალმა უნდა გამოსცადოს
ქალი და მამაკაცი | 13.07.2017
1. სექსი უცხოელთან 
შეიძლება მისი სახელიც ვერ გამოთქვა სწორად და საერთოდ ვერ დაიმახსოვრო რა ჰქვია, მაგრამ ის ისეთი მომნუსხველია, რომ თავს ვერ იკავებ. არ აქვს მნიშვნელობა, შენ მოგზაურობ თუ ის არის ჩამოსული შენს ქალაქში, ნებისმიერ შემთხვევაში ეს შანსი უნდა გამოიყენო. ნუ გაუშვებ ხელიდან ცეცლოვან უცხოელს, შესაძლოა ასეთი შემთხვევა კიდევ დიდი ხანი არ მოგეცეს.
2. “იმ ერთადერთთან” სექსი
 გეგონა, რომ ეს ზუსტად “ის” იყო, თუმცა ის წავიდა და გული გატკინა. ახლა აღარც კი გგონია, რომ შეიძლება ასეთი სექსი კიდევ გქონდეს. გულს ნუ გაიტეხ, როდესაც იმ ერთადერთს იპოვნი, აუცილებლად მიხვდები, რომ ყველა წინა სირთულე (და ორგაზმიც) შენს მოსამზადებლად მოხდა.
3. უზარმაზარი ასო 
ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა მოინადირო დიდ ასოიანი კაცი იმისათვის, რომ მიხვდე რამხელაა მართლაც დიდი ასო. მითიურ, დრაკონისებრ პენისიან კაცთან სექსისას უნდა გაგახსენდეს, თუ როგორი იყო პირველი სექსი, როდესაც ჯერ კიდევ ქალიშვილი იყავი. ამის შემდეგ კი მეგობრებთან ტრაბახიც შეიძლება.
4. ცუდი სექსი 
ეს ისეთი შემთხვევაა, როდესაც აქტის მერე გინდა შევარდე შხაპში და ყველაფერი ჩამოირეცხო, კანიც კი. ასეთი შემთხვევები იმ წუთასვე მიგახვედრებს თუ როგორია კარგი სექსი და იმ საშუალო და მოსაწყენ სექსსაც კი აფასებ, რომელიც აქამდე ძალიან არ მოგწონდა.

5. გაბრაზებულზე/ნაჩხუბარზე სექსი
 შეიძლება პარტნიორზე იმიტომ ხარ გაბრაზებული, რომ ის ძალიან კონსერვატიულია, ან უბრალოდ ცუდად მოიქცა და გაწყენინა. ნებისმიერ შემთხვევაში გაბრაზება ძალიან ძლიერი აფროდიზიაკია. ასეთ მომენტში სექსი დედიშობილა რესლინგს ჰგავს, სადაც ყველა მოგებულია.6. ანალური სექსი აუცილებლად უნდა გაარკვიო, არის თუ არა ანალური სექსი შენთვის სასიამოვნო და მისაღები მანამდე, სანამ საბოლოო დასკვნამდე მიხვალ და ჩამოყალიბდები. ანალური სექსი უნდა სცადოთ კარგად ნაცნობ, ნაზ და სასურველ პარტნიორთან.7. ვარსკვლავური სექსი ვის არ უოცნებია, რომ რომელიმე ხელოვანის მუზა ყოფილიყო? ასეთი თავგადასავალი ნამდვილად ღირს რომ პირად ისტორიაში ჩაწერო. თუ შანსი მოგეცემა, ხელიდან არ უნდა გაუშვა. ასე რომ თამამად, იყავი ვინმეს შთაგონება საწოლში.
8. ქალთან სექსი 
არსებობს სექსუალურობის ის დონე, რომელიც მხოლოდ ქალთან ურთიერთობისას შეგიძლია აღმოაჩინო საკუთარ თავში და არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ტრადიციული ორიენტაციის ხარ. ასეთი ქმედება არ ითვლება, თუ ამას კაცების ყურადღების მისაქცევად აკეთებ. ყველაზე საინტერესო ერთი ერთზეა, ინტიმურ გარემოში. თუ შენთვის ეს წარმოუდგენელია, არ არის აუცილებელი ბოლომდე მიჰყვე მთელს პროცესს, მაგრამ როგორც მინიმუმ ქალსს ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა აკოცო.
9. ასაკში დიდი სხვაობა 
აუცილებლად სცადე ასაკით პატარა, ან პირიქით ბევრად უფროსი მამაკაცის მოხიბვლა. უფროსი მამაკაცი შესაძლოა საჩუქრებით განებივრებდეს, ასაკით პატარა კი სასწაულ თავგადასავლებს გთავაზობდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა ასაკის მამაკაცთან ურთიერთობა საინტერესოა, ბევრ სიახლეს აღმოაჩენ ზოგადად კაცების შესახებ.
10. დომინანტი – ზემოდან
 გახდი დომინანტი და მოექეცი მამაკაცს ზემოდან. ასეთ დროს ყველანაორი სექსუალური შეგრძნების სადავეები შენს ხელთაა, შეგრძნებებს კი ცოტა ტყავი ან ლატექსიც გაამძაფრებს.

11. არ ამდგარი 
ზოგჯერ ხდება ისე, რომ კაცები ზედმეტს დალევენ, ან ძალიან იღლებიან, ან ღამე მათი გაღვიძება ვერ ხერხდება. ეს ყველა მამაკაცს მოსდის და ჯობია ისე მოიქცე, რომ თავი უფრო ცუდად არ აგრძნობინო, პირიქით ეცადე აუმაღლო განწყობა და რამე მოიფიქრო.
12. თვითდაკმაყოფილება
 არაფერია იმაზე ადვილი და სასიამოვნო ვიდრე საკუთარი თავისთვის სიამოვნების მინიჭება, თანაც როდესაც ეს მასტურბაციის საშუალებით ხდება. მასტურბაცია საუკეთესო ხერხია იმის გასაგებად თუ რა ან როგორ მოგწონს, ან არ მოგწონს. შეგიძლია სხვადასხვა სათამაშოებიც დაიხმარო, თუმცა ბატარეებით თუ მათ გარეშე, მასტურბაციის დამსახურებაა ის, რომ შეგიძლია დაეხმარო შენს პარტნიორებს მოგანიჭონ სრულყოფილი სიამოვნება.
გააზიარე
კომენტარები (0)


პოპულარულები
ტესტი
სხვა სტატიები