როდის უყვარდებათ მამაკაცებს? - 6 რჩევა ქალებს
ქალი და მამაკაცი | 14.07.2017
1. აგრძნობინე თავი საჭიროდ - დაასაქმე, მიეცი რაღაც შესაკეთებლად, ჰკითხე აზრი, ატარე ნაზი ქსოვილი, ყოველთვის შეინარჩუნე ქალურობა და სინაზე, ჩაიცვი მისი ტანსაცმელი.  

2. მიანიჭე თავისუფლება - არ დაგეგმო თქვენი მომავალი, თუ ამ საუბრის ინიციატორი თავად არ იქნება, გაუზიარე შენი შიში და მიეცი უფლება დაგამშვიდოს, ხშირად შეიტანე ცვლილებები გარეგნობაში, პატივი ეცი მის პირადულს და არ უპასუხო მის ტელეფონს (მითუმეტეს, მოერიდე ფოტოების დათვალიერებას მისი თანდასწრებით).

 3. ხშირად შეაქე - წარუმატებლობას მამაკაცები მძიმედ იტანენ, თუნდაც ეს შენთვის უმნიშვნელო ჩანდეს. მისთვის ისიც კი დიდი ტრაგედიაა, რომ გასართობად ფეხბურთის თამაშის დროს ვიღაც სხვამ სამი გოლი გაიტანა, თავად კი მხოლოდ ერთი, უფრო მეტიც – შენ ეს დაინახე. შეაქე და უთხარი, რომ ძალიან მაგარია, იბრწყინე მისი მეგობრების საზოგადოებაში, რათა შენით იამაყოს.

4. აგრძნობინე თავი კომფორტულად - გაიპრანჭე მისი თანდასწრებით (მხოლოდ ტუჩის საცხი, არავითარ შემთხვევაში ეპილაცია), მოამზადეთ საჭმელი ერთად (მამაკაცის გულისკენ გზა მის კუჭზე გადის”).  

5. აეჭვიანე მსუბუქად - დადექი მას და სხვა კაცს შორის ბართან ძალიან ახლოს, ოღონდ ზედმეტი არ მოგივიდეს.  

6. არ აღელდე - სიმშვიდე შენი ყველაზე დიდი იარაღია. რაც უნდა მოხდეს ყველაფერი ბოლომდე გაარკვიე, გამოიყენე შენი ვერბალური უპირატესობა და არ გადახვიდე ისტერიკაზე. თავშეკავებულ ქალთან დაშორების შემდეგაც კი, ეს ქალი მისთვის იდეალს უახლოვდება.
გააზიარე
loading...
კომენტარები (1)


margaretschultemeerick44@gmail.com • 2017-09-04 23:21:44
გამარჯობა ძვირფასო, სასიამოვნო შეხვედრა შენ. ამ საიტზე თქვენს დეტალების გადამოწმების შემდეგ თქვენი პროფილი საინტერესოა, მინდა გავხდე შენი მეგობარი, რათა ერთად შევძლოთ იდეების გაზიარება. თქვენ შეგიძლიათ დამეწერა უკან margaretschultemeerick44@gmail.com თუ არ იბადება. მადლობა ..
ტესტი
სხვა სტატიები