10 საუკეთესო ფილოსოფიური იდეის მატარებელი ფილმი
რჩევები | 14.07.2017
1.მისტერ არავინ- ისტერ არავინ ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობს, ჰყავს ცოლი ელისი და სამი შვილი, თუმცა, ერთ მშვენიერ დღეს რეალობა ქრება, იგი 2092 წელს 120 წლის ასაკში იღვიძებს და აღმოაჩენს, რომ ყველაზე მოხუცი და ამავე დროს ერთადერთი მოკვდავი ადამიანია მსოფლიოში, სადაც აღარავინ კვდება. მას ეს დიდად არ აწუხებს. იგი თავის თავს ერთადერთ კითხვას უსვამს: იცხოვრა თუ არა სწორი ცხოვრებით, უყვარდა თუ არა ის ქალი, რომელიც უნდა ჰყვარებოდა, და ჰყავდა თუ არა ის შვილები, რომლებიც უნდა ჰყოლოდა. ახლა მისი მიზანი სწორი პასუხის პოვნაა.

2.ადამიანი, რომელიც არ არსებობდა-ამბავი ვნებაზე, დანაშაულზე და სასჯელზე, რომელიც 1949 წლის ზაფხულში მოხდა. კალიფორნიის პატარა ქალაქის დალაქი ედ კრეინი, უკმაყოფილოა თავისი ცხოვრებით, მაგრამ მისი ცოლის, დორისის ღალატი შანსს აძლევს შეცვალოს იგი.

3.სერიოზული ადამიანი-ფილმი რიგით ადამიანზე რომელიც სამყაროს კვლევის ძიებაშია. 1967 წელი, მიდვესტერნის უნევერსიტეტის ფიზიკის პროფესორი ლარი გოპნიკი ცოლმა მიატოვა და სხვა კაცთან, კერძოდ მის ნაცნობ საი აბელმანთან წავიდა.



4.მოზარდი-2002 წელს რიჩარდ ლინკლეიტერმა დაიწყო თავისი პროექტი. მან დაიწყო სიუჟეტის გადაღება ერთ, უბრალო ოჯახზე, მაგრამ გადაღებები ამ ოჯახის ცხოვრებისა გაგრძელდა 12 წელი. ჩვენ ახლა გვაქვს უნიკალური შანსი ვიხილოთ ამ ოჯახის მთელი ცხოვრება და შევიხედოთ მათ საიდუმლო გამოცდილებაში, შევადაროთ, როგორ იცვლება ამ პერიოდში ჩვენი სამყარო.

5.ნახვამდის პატარავ, ნახვამდის- კერძო დეტექტივები იძიებენ 4 წლის გოგონას გაუჩინარების ამბავს. თუმცა გამოძიება იმაზე უფრო კომპლექსური ხდება, ვიდრე თავიდან წარმოედგინათ.

6.მელანქოლია-ჯასთინი და მაიკლი ჯასთინის დის სახლში თავიანთ ქორწინებას აღნიშნავენ. ჯასთინის დიდი მონდომების მიუხედავად წვეულება ფიასკოთი სრულდება. ნათესავებს შორის დაძაბულობა მატულობს. ამდროს კი პლანეტა „მელანქოლია“ პირდაპირ დედამიწისკენ მოემართება.



7.ნათელი გონების მარადიული ბრწყინვალება-რა მოხდება თუ შევძლებთ ჩვენი მეხსიერებიდან ცუდი მოგონებებისა და ურთიერთობების ამოშლას? ჩარლი კაუფმანი და მიშელ გონდრი ერთად ცდილობენ უპასუხონ ამ კითხვას.

8.სიცოცხლის ხე-1950იანი წლების ტეხასი, ოჯახი რომლის ისტორიაც გადმოცემულია უფროსი ვაჟის ჯეკის თვალსაწიერიდან. სიცოცხლე, სიკვდილი, სიყვარული, სიძულვილი – ყველაფერი ამის გააზრება და საკუთარ თავთან შეგუება უწევთ ფილმის გმირებს.

9.მოხუცების ადგილი აქ არ არის-დასავლეთ ტეხასში 1980 წელს განვითარებული ისტორია მოგვითხრობს ახალგაზრდა ვიეტნამელ ვეტერანზე, ვისი ნარკოტიკების გაყიდვის მცდელობაც მისთვის არასახარბიელად დამთავრდება. მთავარ გმირს მოუწევს ორი კილერისგან თავის გადარჩენა ფულით ავსებული ჩემოდანით, რომლებსაც ნაღდი ფულის დაბრუნება სურთ. რიო გრანდეს ახლოს მონადირე შემთხვევით წააწყდება უამრავ გვამს, ჰეროინის პარტიას და ორ მილიონ დოლარს ნაღდი ფულით. ჯობდა მას ამ ფულისთვის ხელი არ მოეკიდა.

10.ინტერსტელარი-კოსმონავტების ჯგუფი გამოუცნობი სამყაროს გამოსაკვლევად მიემართება და თავისი ხომალდით დედამიწასთან ახლოს მდებარე შავ ხვრელში შეფრინდებიან. ის მათ საშუალებას მისცემს გადაადგილდნენ წარმოუდგენელ მანძილებზე…

გააზიარე
loading...
კომენტარები (0)


ტესტი
სხვა სტატიები