8 ულამაზესი ფილმი, რომელზეც ნამდვილად ღირს დროის დახარჯვა
რჩევები | 15.07.2017
  1.ფერფლი და თოვლი-13 წლის მანძილზე ის 32 ექსპედიციაში იყო ჩვენი პლანეტის ყველაზე შორეულ კუთხეებში. ისმენდა ცხოველების ხმას და მათთან საერთო ენას ნახულობდა. ცხოველების და ადამიანების სამყარო. ჩვენ ყველანი ერთ პლანეტაზე ვცხოვრობთ. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.


2.თაიგული-ჩეხური ფოლკლორის მიხედვით ნათლად და პოეტურად გადაღებული 7 ზღაპარი-ბალადა. ისინი იმ დროში გადაგიყვანენ, როცა ადამიანები უფრო ახლოს იყვნენ ბუნებასთან, ჯეროდათ სასწაულებისა და ტყის სულების.


3.შადრევანი-ათასი წლის გავლით და სამი პარალელური ისტორიით, ეს არის ამბავი სიყვარულზე, სიკვდილზე, სულიერებაზე და ჩვენი არსებობის ამაოებაზე ამ ქვეყნად.

4.დათვი-ფილმის მოქმედება ბრიტანულ კოლუმბიაში, 1885 წელს იწყება. პატარა დაობლებული დათუჩა იძულებულია თავად მოიპოვოს საკვები, სანამ ახალ დამცველს არ იპოვნის. ეს არის გიგანტური დათვი, რომელზეც დიდი ხანია ორი მონადირე ნადირობს.

5.გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი… და ისევ გაზაფხული-ვერავინ დაარღვევს წელიწადის დროების ცვლილებას, როდესაც ჯერ ყველაფერი იბადება, შემდეგ იზრდება, მერე კი ნელნელა ქრება. ცხოვრების სვლის შეცვლა ორ ბერსაც არ შეუძლია, რომლებიც მოტივტივე კერაში ცხოვრობენ მთებში მდებარე ტბაზე – მკურნალ ბებერს და მის პატარა მოწაფეს. წელიწადის დროის დადგომისას მათი სულები ენერგიით ივსება, რასაც როგორც სულის სიძლიერე ასევე ტრაგედია მოაქვს. რაც მთავარია, მათ არ შეუძლიათ ცხოვრების, სურვილების, დარდის და ვნების წრიდან გაღწევა.

6.ავგუსტ რაში-პატარა მუსიკოსი ავგუსტ რაში არ იცნობს თავის მშობლებს, მაგრამ, ძალიან უნდა მათი პოვნა და რატომღაც, დარწმუნებულია, რომ თუ იგი დაუკრავს, ისინი გაიგონებენ და იცნობენ მას ამ მუსიკით. დამატყვევებელი მუსიკა აღწევს თქვენს გულში, სასწაულებს ჩადის და განშორებით გამოწვეულ ტკივილს ამსუბუქებს.august rush gifs-ის სურათის შედეგი

7.ბარაკა-დოკუმენტური კინოს შედევრი, ფილოსოფიური ესე, რომელსაც შესანიშნავი ოპერატორული სამუშაო და მუსიკა გასდევს თან. აქ ერთადერთი და მთავარი მსახიობი არის თავად ცხოვრება – ყოველი თავისი მრავალფეროვნებითა და ერთიანობით. აუზთან მჯდარი მაიმუნის მზერა ცივი კოსმოსივით ღრმაა, ხოლო აბორიგენთა ცეკვა კი ტყის მოძრაობასავით სინქრონული.ბარაკა gifs movie-ის სურათის შედეგი

8.სამსარა-დოკუმენტური ფილმი, რომელსაც ოთხი წლის განმავლობაში იღებდნენ, აქ ნაჩვენებია პლანეტის გასაოცარ ადგილებზე მოგზაურობის კადრები. მთლიანობაში წარმოდგენილია 5 კონტინენტის 25 ქვეყანა. სამსარა წარმოადგენს მიწიერ ცხოვრებათა ციკლს, რომელიც გარდასახვის საშუალებით მუდმივად გრძელდება. ესაა მუდმივი არსებობა, ტანჯვა, გარდასხვა. შესაბამისად, ფილმში ასახულია მუდმივად მოქმედი პროცესები, სიცოცხლის ციკლი, დაბადება, სიკვდილი და რეინკარნაცია.


გააზიარე
კომენტარები (0)


პოპულარულები
ტესტი
სხვა სტატიები