ბედნიერი წყვილის 4 მარტივი და გამოსადეგარი რჩევა
ქალი და მამაკაცი | 15.07.2017
1. არასდროს გახვიდეთ სახლიდან დაუმშვიდობებლად
 ერთი შეხედვით უმნიშვნელო რამეა. თუმცა, მაშინაც კი, როცა ძალიან გაგვიანდებათ თქვენი საყვარელი ადამიანისთვის “ნახვამდის” თქმა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს უნდა იყოს ერთგვარი ტრადიცია, რომელიც დემონსტირებს თქვენს ყურადღებიანობასა და მზრუნველობას.  
coupke gofs-ის სურათის შედეგი
2. ყოველდღიურად ისაუბრეთ ერთი-ერთზე ეს აუცილებელია. გამოკითხეთ თქვენს მეორე ნახევარს, როგორ ჩაიარა დღემ, მოუყევით თქვენ შესახებაც. ამას შეუძლია გაამყაროს თქვენი ურთიერთობა. არ გადადოთ საუბარი ხვალისთვის, რადგან ეს შესაძლოა ჩვევაში გადაგივიდეთ. ხვალ ხომ იქნება ახალი დღე, ახალი მოვლენები, ამბები, ცვლილებები, რომლებიც, შესაძლოა, გამოგეპაროთ.
დაკავშირებული სურათი
 3. ხშრად თქვით “მე შენ მიყვარხარ” 
არ არსებობს არასწორი საშუალება ამის სათქმელად. ყოველ ჯერზე, როცა ამას იტყვით, მრავალი წლის შემდეგაც კი ექნება მნიშვნელობა. ურთიერთობებში ადამიანეები ხშირად იქმნიან რაღაც კომპლექსებს, მაგალითად, განიცდიან, რომ არ არიან მიმზიდველები, რომ არ არიან საკმარისად კარგები თქვენთვის, რის გამოც იქმნება დისტანცია. თქვენ შეგიძლიათ გაათავისუფლოთ თქვენი მეორე ნახევარი ამ ფიქრებისგან, თუ ხშირად გაუმეორებთ, რომ გიყვართ. 
დაკავშირებული სურათი
 4. გააოცეთ ერთმანეთი  
ეს სულაც არ გულისხმობს იმას, რომ ერთმანეთს ძვირიანი საჩუქრები უნდა აჩუქოთ და განსაკუთრებული საღამოები მოუწყოთ. ძალიან მარტივია მოულოდნელად აკოცოთ საყვარელ ადამიანს და უთხრათ, თუ როგორი ბედნიერი ხართ მის გვერდით და როგორ გაგიმართლათ, რომ გვერდით გყავთ. ასეთი პატარა მოულოდნელობაც ურთიერთობას სიცოცხლეს შემატებს.
coupke gofs-ის სურათის შედეგი
გააზიარე
loading...
კომენტარები (0)


ტესტი
სხვა სტატიები