ყველაზე ცუდი იუმორის მქონე 4 ზოდიაქოს ნიშანი
ასტროლოგია | 17.08.2017
1. თევზები - ყველასთვის ცნობილია, რომ თევზები საოცრად მგრძნობიარე და არტისტულები არიან, ამიტომ მოგეხსენებათ, იუმორის გრძნობა მათში ნაკლებად მძვინვარებს. მიუხედავად იმისა, რომ თავად ვერ ხუმრობენ, სამაგიეროდ ძალიან მარტივად შეგიძლიათ გააცინოთ ისინი.

2. სასწორი - სასწორები ძალიან ცვალებადი და გაუგებარი ხასიათის მქონენი არიან. მათთვის რთულია კონტენტრირდნენ ერთ კონკრეტულ სიტუაციაზე და მის გარშემო იტრიალონ იუმორისტულად. ძალიან რთულია, როგორც მათი გაცინება, ასევე მათში იუმორისტული მხარის გააქტიურებაც. 

 
3. მერწყული - ეს ზოდიაქოს ნიშანი ყველა დანარჩენისგან განსხვავებით ძალიან ნეიტრალური და არაპრობლემატურია. ძალიან ცოტა რამაა, რაც მათ რეალურად უჭირთ, მაგრამ დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სჯობს დუმდნენ, ვიდრე რაიმე იხუმრონ. ყოველივე ეს ძალიან არაბუნებრივად და ხელოვნურად გამოსდით. 

4. მორიელი - მიუხრდავად იმისა, რომ მორიელები ხშირად ცდილობენ თავიანთი ცხოვრება ხუმრობებით შემოსონ, ეს მაინც ცუდად გამოსდით. მათი ერთადერთი მოვალეობა, სხვის მიერ ნათქვამ ხუმრობებზე სიცილია.
გააზიარე
კომენტარები (0)


პოპულარულები
ტესტი
სხვა სტატიები