15 უბრალო ფრაზა, რომელიც ადამიანის სულიერებას გაამდიდრებს
ურთიერთობები | 07.09.2017
1.ვიღაც შეიძლება 3 დღეში გახდეს შენთვის ახლობელი, ვიღაც კი 3 წელი ცხოვრობდეს შენს გვერდით და ისიც კი ვერ გაიგოს რომელი ფერი მოგწონს ყველაზე მეტად.

2.წლებთან ერთად გავიგე, რომ არ არსებობს ჭკვიანი ქალი შინაგანი ტრაგედიის გარეშე. რაც უფრო ჭკვიანია ქალი, მით უფრო უბედურია ის.

3.ზოგჯერ ჩუმად ყოფნა საუკეთესო გზაა მიახვედრო, რომ შეცდა.

4.ბედნიერებაა, გვერდით გყავდეს ისეთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია ყოველთვის მოგცეს რჩევა, მაშინ როდესაც გგონია, რომ ყველაფერი უფერულდება

5.მეგობარი ეს არის: ერთი სული ორ სხეულში !

6.მოუსმინე, გაუღიმე, დაეთანხმე და გააკეთე ის, რის გაკეთებასაც თავად აპირებდი.

7.არასდროს გაიხადო ადამიანი ცხოვრების აზრად, რადგან ხშირად ხდება ისე, რომ ერთის გამო კარგავ ყველას და ის კი ყველას გამო დაგკარგავს შენ თუ საჭირო გახდა.

8. ფული და წარმატება ადამიანს კი არ ცვლის, არამედ ის თვისებები გამოაქვს სააშკარაოზე, რაც მათ მანამდეც ჰქონდათ.

9.უყურადღებობა ქალს ცივსა და მკაცრს ხდის- ყურადღება თბილსა და ალერსიანს. ყველა კაცს ისეთი ქალი ჰყავს გვერდით, როგორსაც იმსახურებს

10.არცერთი მამაკაცი არ უხდება ქალს ისე, როგორც თავისი ბიჭი.

11.როგორ შეიძლება დაგავიწყდეს ადამიანი,რომელმაც თუნდაც ერთხელ მაინც გაგრძნობინა,რომ ბედნიერი ხარ.

12.პირი იმ შემთხვევაში გააღე, თუ ის, რის თქმასაც აპირებ სიჩუმეზე უკეთესია.

13.რამდენიმე დღით განმარტოვდი და ნახავ, ვის სჭირდები ყველაზე მეტად.

14.ოდესღაც შეიძლება ისიც ახდეს , რისი ახდენაც შეუძლებელი გვეგონა.

15. ყველა გოგოს სჭირდება მეგობარი, რომელიც გააცინებს მაშინ, როცა ღიმილიც კი შეუძლებლად ეჩვენებოდა.
გააზიარე
კომენტარები (0)


პოპულარულები
ტესტი
სხვა სტატიები