მერილ სტრიპის 5 ცხოვრებისეული გაკვეთილი, რომელიც ყველა ქალმა უნდა წაიკითხოს
სექსი | 26.04.2016

1.ცხოვრების ამ ეტაპზე თავისდაფასება ვისწავლე. აღარ მინდა დრო დავკარგო იმაზე, რაც არ მომწონს და ტკივილს მაყენებს. 

2. გაუსაძლისია ცინიზმი, წრეგადასული კრიტიკა. არავითარი სურვილი აღარ მაქვს, თავი მოვაწონო მათ, ვისაც არ მოვწონვარ. მიყვარდეს ისინი, ვისაც არ ვუყვარვარ და ვუღიმოდე მათ, ვისაც ჩემთვის ღიმილი არ ემეტება. 

3. 1 წუთიც აღარ მემეტება მათთვის, ვინც მატყუებს და ცდილობს ამ გზით მმართოს. ახლოს აღარ გავიკარებ ყალბ ადამიანებს, ფარისევლებს, უსინდისოებს და იაფფასიან მლიქვნელებს. არც სანახევრო ერუდიცია მომწონს და აკადემიური კუდაბზიკობაც მაღიზიანებს; 

4. ჭორაობასაც ვეღარ ვეგუები. მძულს კონფლიქტები და შეჯიბრი. მჯერა, რომქვეყნადმართლაც არსებობს პოლარული საწყისები სიკეთე და ბოროტება და ამიტომაც ვარიდებ თავს სასტიკ და უხეშ ადამიანებს. 

5. მეგობრობაში ღალატსა და ორგულობას ვერ ვიტან, ვერ ვეწყობი მათ, ვისაც საქებარი სიტყვა არ ემეტება სხვისთვის და ვინც არასოდეს გაგამხნევებს. გადაჭარბებული ყველაფერი მაღიზიანებს და არც მათთან  ურთიერთობა შემიძლია, ვისაც ცხოველები არ უყვარს. არავითარი სურვილი აღარ მაქვს, ვუთმინო მათ, ვინც ჩემგან ამას არ იმსახურებს..."

გააზიარე
კომენტარები (1)


Dydana • 2016-05-03 16:46:06
Zystadac
მსგავსი სტატიები
აირჩიეთ ერთი ვარიანტი და წაიკითხეთ ტესტის პასუხი
12.12.2016
ეს ადამიანები მოკრძალებულები, მაგრამ ხშირად გენიალურები არიან
25.08.2016
მე უბრალოდ ისეთ ადამიანს ვეძებდი , რომელსაც ის ექნებოდა , რაც შენ არ გაქვს - გული ....
09.06.2016
25 წელი: გამოცდისა და შეცდომების დრო
07.06.2016
1. ირაკლი კვირიკაძე „შეყვარებული კულინარის ათას ერთი რეცეპტი“.
04.06.2016
არც ერთი ადამიანი თქვენს ცხოვრებისეულ გზაზე არ შეგხვედრიათ ტყუილად
22.05.2016
ერთხელ ვიღაცამ მითხრა - უნდა იცხოვრო წვრილმანების გამო:
11.04.2016
30   ჩვევა, რომელიც ცხოვრებას დაგინგრევთ
21.03.2016
პოპულარულები
ტესტი
სხვა სტატიები